დღეს საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11  პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 869 გახდა. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 108 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი