10 საათიანი დაკითხვა - მუხთარლიმ გვარები დაასახელა

გამოქვეყნდა:

10 საათიანი დაკითხვის შემდეგ, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, იმ პირთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, გატაცებაში მონაწილეობდნენ. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ გატაცების ბრძანება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გასცა, სისრულეში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასაზღვრო და კრიმინალურმა პოლიციამ მოიყვანა. აზერბაიჯენელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებით დაინტერესებული არ არის და დაკითხვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს.  

2017 წლის შემდეგ მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში 7 აპრილს დაბრუნდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეს ქართული მხარის გარდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც სწავლობს.

ამავე თემაზე:


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი