რიონის ხეობის მცველის, ლაშა ქუთათელაძის მხარდასაჭერად იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან მისი თანამებრძოლები იკრიბებიან და ამბობენ, რომ ეს დაკავება პროტესტის ჩახშობასა და დაშინებას ემსახურება.
როგორც რიონის ხეობის მცველი ამბობს, პოლიციამ ქუთათელაძის დაკავების მიზეზად "საზღვრის დარღვევა" დაასახელა
"მათ გვიპასუხეს, ესეთი რამე, რომ მან უკანონოდ საზღვარი დაარღვია" - ამბობს რიონის ხეობის მცველი
ქუთათელაძის ინტერესებს საია იცავს. როგორც ადვოკატი ამბობს, ქუთათელაძე ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია, ხოლო მისი პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღესაა ჩანიშნული.
ადვოკატის თქმით, 173-ე მუხლი, რასაც ქუთათელაძეს ედავებიან (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), ადგილი არ ჰქონია და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
ლაშა ქუთათელაძე გასულ ღამეს დააკავეს