გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება.
მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება.