დღეს საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8  პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3877  გახდა. 

დღეს საქართველოში COVID-19-ის  707  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 108 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი