"მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაკავებული პოლიციელი - დმანისში კოლეგაზე არ საუბრობენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გამოძიება, რომელმაც სამართალდამცავი სისტემა ამხილა - პოლიციის მაღალჩინოსანი დაკავებულია.

დმანისის პოლიციაში კი არ პასუხობენ "მთავარის" შეკითხვებს,  იცოდნენ თუ არა შალვა ზამბახიძის კოლეგებმა იმ დანაშაულის შესახებ, რომელსაც პოლიციის უფროსის მოადგილეს ედავებიან. 

შეგახსენებთ, შსს-მ მისივე უწყების თანამშრომელი მას შემდეგ დააკავა, რაც რეპორტაჟი "შაბათის მთავარში" გავიდა. გამოძიება შალვა ზამბახიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქის განზრახ უკანონოდ დაკავებას ედავება.

მოქალაქე, რომელზეც ძალოვანი უწყება საუბრობს სასულიერო პირია. ბერ იონას შეიარაღებული სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ის მეუფე იობის საქმიანობაზე ღიად ალაპარაკდა და ეპარქიის მმართველს და სხვა სასულიერო პირებს დაუპირისპირდა. ამის შემდეგ მისი ეპარქიის მმართველმა მეუფემ გადაწყვიტა, რომ ის ვითარებას ციხეში უნდა გაცლოდა. ამის შემდეგ კი საქმეში პოლიციის მაღალჩინოსანი ჩნდება, რომელიც სასულიერო პირს იარაღის უკანონო შენახვისთვის წინასწარ ცნობილი სცენარით დააკავებდა.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი