ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას - რიონის ხეობაში პოლიცია კარვებს შლის

გამოქვეყნდა:

ფაქტი სახეზეა,  ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამ ქმედებებით ამას გვეუბნებიან, რომ არ გითვალისწინებთ, არ გვაინტერესებს თქვენი აზრი - ასე აფასებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი შსს-ს გადაწყვეტილებას ნამოხვანში, კარვების აღებასთან დაკავშირებით.

რიონის ხეობაში ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ამინდის გაუარესებისა და დაკარგული ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოების მიზეზით, შსს-მ ჰესების მოწინააღმდეგეთა კარვების აშლის გადაწყვეტილება მიიღო.

თავად რიონის ხეობის მცველები კი სოფელ გუმათთან იმყოფებიან. მათ პოლიცია ჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას უკვე რამდენიმე დღეა არ აძლევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი