
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5-მდე ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-მ მოხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი