
თხინვალას მოსახლეობა სოფლის ცენტრში არსებული ერთადერთი მწვანე სივრცის გაყიდვას აპროტესტებს. ტერიტორიაზე მერია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
ადგილობრივები მოუწოდებენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გაუქმდეს აუქციონი, ან შეიცვალოს მშენებლობის ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ.