"ხომ მაქვს უფლება, ვიცოდე, როგორ მომიკვდა 13 წლის შვილი" - ორი მეგობრის ისტორია და გამოუძიებელი სიკვდილი

გამოქვეყნდა:

13 წლის ორი მეგობრის ისტორია, რომლებიც ერთად დაიღუპნენ და მათ მშობლებს დღემდე არავინ ეუბნება, ვინ არის დამნაშავე მათ სიკვდილში. ბავშვები გზაზე, ერთად გადაადგილდებოდნენ მოპედით, როდესაც მათ მანქანა შეეჯახა და ორივე მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევიდან, თითქმის წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ არათუ გამოძიებას არ აქვს არანაირი პასუხი, არამედ სამედიცინო ექსპერტიზაც კი არ არის ჩატარებული. საქმეს არ ჰყავს არც ბრალდებული - შესაბამისად, მძღოლიც, ვისი ავტომობილიც დაეჯახა ბავშვებს, თავისუფალია. 

2019 წლის 25 დეკემბერს, ციხის უბანში ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავებული განუყრელი მეგობრები - ლუკა მაგრაქველიძე და თამაზ ნემსაძე ასპინძის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები პირველივე წუთიდან მიხვდნენ, რომ თითოეულ წამს სიცოცხლის ფასი ედო. თბილისში ბავშვები პირდაპირ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეიყვანეს. პროცედურის დასრულებიდან ათ წუთში, ექიმებმა ლუკას მამას უხმეს და იმედის ბოლო ნაპერწკალიც ჩაუქრეს. 

13 წლის თამაზ ნემსაძე საავადმყოფოში შეყვანიდან მეოთხე დღეს გარდაიცვალა. ლუკას სიცოცხლისთვის კი მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები 53 დღე იბრძოდნენ. ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც ზუსტად იცის, რა მოხდა იმ საბედისწერო დილას, იმ ავტომობილის მძღოლია, რომელიც სკუტერით მიმავალ ბიჭებს შეეჯახა.

სიმართლის დასადგენად მაგრაქველიძეების ოჯახმა ადვოკატი დაიქირავა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ და საქმის მასალებში დაფიქსირებულმა ციფრებმა, ადვოკატს გამოძიებისგან კარდინალურად განსხვავებული დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა. ადვოკატმა გამოძიებას წერილობითაც მიმართა და საგამოძეებო ექსპერიმენტის ჩატარებაც სთხოვა.

გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი - "ვის შეცდომას შეეწირნენ ბავშვები?"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი