კარგია, რომ სოფლებში მიდიან, არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე აღდგომაზე

გამოქვეყნდა:

"აღდგომის დროს ქალაქები იტვირთება, დადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე, ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში, შესაბამისად მობილობა განიტვირთება და დაეცემა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოებია, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი, ზოგს საკარმიდამო მიწები და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ამან გარკვეულად უნდა განტვირთოს სიტუაცია. მაგრამ თუ ამ უქმე დღეებს ჩვენ გამოვიყენებთ სხვა მიზნით - თავშეყრებისთვის, ქეიფებისთვის, ეს მოგვცემს საპირისპირო შედეგს".

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე TV პირველის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი