
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში მომხდარი დაჭრის გამო, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.