
მეტრეველების ოჯახი, რომელსაც ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი საკუთრებას ედავება, დღეს, 12 აპირლს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავს. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება 9 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი დეპუტატი მომხრეებთან ერთად, მათ სახლში შეჭრას ცდილობდა.
ნინო მეტრეველის თქმით, მისი ოჯახის მისამართით მუქარა გრძელდება, სწორედ ამიტომ ემზარ კვიციანისა და მისი თანმხლები პირების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელსაც შეიტანს. ადვოკატი ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებასაც ითხოვს, ვინც 9 აპრილს კვიციანთან ერთად იმყოფებოდა.
"აქ ვინც იმყოფებოდა იმ დღეს, ემზარ კვიციანთან ერთად შემოჭრილი იყო ჩემ სახლში. უნდა მოხდეს ყველას იდენტიფიცირება და ყველა ამ წუთას უნდა იყსო დაკავებული თუ არა, მინიმუმ დაკითხული მაინც.
პროკურატურასთან მაქვს პრეტენზია, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს შესაბამისი ზომები", - თქვა ნინო მეტრეველმა.
თავად ემზარ კვიციანი შეკითხვებს აგრესიით პასუხობს და "მთავარ არხს" ადანაშაულებს:
- მეტრეველების ოჯახი აპირებს თქვენ წინააღმეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
კვიციანი - ეს მათი ნებაა
- ისინი ამბობენ, რომ თქვენ უკანონოდ შეიჭერით მათ საკუთრებაში
კვიციანი - ამას ამბობთ თქვენ, მთავარი მექათმეები რომ ხართ და ქათმები, და თქვენი დედა **** ყველასი, მოგადგებით თქვენ იქ მალე თქვენი სიცრუის გამო, აღარ დაბედოთ ჩემთან დარეკვა, საქართველოს მოღალატეები ხართ შეკრებლი.
ამავე თემაზე: