ჩინეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ვაქცინას მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი არ აქვს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა, რომ დაბალია ამის შესახებ თავად ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მა გაო ფუს განმარტებით, ვინაიდან ამ პრეპარატებს არ აქვს დაცვის ძალიან მაღალი დონე, ამიტომ ეფექტის ასამაღლებლად ვაქცინების მოდიფიცირება განიხილება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამის კომპანიებთან სათანადოდ არ იმუშავა, რომ საქართველოში სხვა უფრო ეფექტიანი ვაქცინები შემოეტანა.

"გუშინ მთავრობამ აღიარა, რომ მათი ვაქცინა ეფექტურია 50.4%-ით. ვაქცინა, რომელიც საქართველოშია შემოსული. საქართველოში ჩვენ უნდა შემოვიტანოთ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც რეგისტრირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ეს არის,"ფაიზერი", "ჯონსენი" და "ასტრაზენეკა". საქართველომ თავის დროზე არ შეიტანა განაცხადი, არ აწარმოა მოლაპარაკებები ამ მწარმოებლებთან. შესაბამისად, ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ, როცა ვაქიცნები გათავისუფლდება",- თქვა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" 100 ათასი დოზა 3 აპრილს უკვე შემოვიდა, თუმცა ჯერ არ დაუწყიათ მისი გამოყენება, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან. უცნობია, როდის დაიწყება ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი