"შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტის შემდეგ შესაძლოა საბრალდებო სკამზე, შალვა ზამბახიძის ძმა, კაკო ზამბახიძე აღმოჩნდეს.
როგორც მამა იონა ამბობს, კაკო ზამბახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მისი თქმით, კაკო ზამბახიძე მისი იარაღის ჩადების ოპერაციაში მონაწილეობდა, რის გამოც მამა იონა ციხეში 3 წელი იჯდა.
"ჩემ წინა დაკავებასთან დაკავშირებით, 3 წელი რაზეც ვიჯექი, მაგაზე კაკო ზამბახიძემ და თავის ჯგუფმა ჩამიდეს იარაღი და უნდა გავიაროთ ექსპერიმენტის სახით, სად მოხდა ჩადება, როგორ მოხდა და მაგ ვითარებაში, თქვენც განახებთ როგორ მოხდა ეს ჩადება. ძიება დაწყებულია მითხრეს, ანუ მოხდება მაგის დაკავებაც მალე.
როდის მოხდება არ უთქვამთ, მაგრამ ძიება დაწყებულია და ექსპერიმენტშიც მივიღებ მონაწილეობას.
შალვა ზამბახიძის ძმა, კაკო ზამბახიძე მუშაობს სუს-ში, უმაღლეს თანამდებობაზეა ეგეც. ის იყო პოლიციის თანამდებობაზე და ეს არის სუს-ის თანამშრომელი.
განყოფილებაში მოხდა ეს. ჩამანერწყვინეს თავსაფარი იყო რაღაც და ჩემ თვალწინ წაუსვეს იარაღზე. წინაზე რაც გააკეთეს იგივე გააკეთეს ახლაც.
გელა მურადაშვილი აქამდე უნდა დაეკავებინათ, ვწუხვარ რომ დღესაც გარეთ არის. დარწმუნებული ვარ, იგივე დანაშაულს ჩადის, იმიტომ რომ ეგ ეგეთი პიროვნებაა.
შარვალი მაგისი მეცვა, იარაღიც ჩვენია, შარვალიც ჩვენია ყველაფერი ჩვენ უნდა მივცეთ მაგასო, ღადაობდა კიდეც",-თქვა მამა იონამ.
შაბათის მთავარის ჟურნალისტური გამოძიება - პატიმრობა შეკვეთილი ბრალდებით