არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს - შსს-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუმათში ცოტა ხნის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

უწყება აცხადებს, რომ არ დაუშვებენ პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოხადენენ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი