საგარეჯოდან ქორწილის წინ გაქცეული გოგო, სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის ახალგაზრდა გოგო, სავარაუდოდ, მარნეულში გათხოვდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მან დეიდას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ ვინც უყვარდა, იმას გაჰყვა. თუმცა, მარშრუტი არ განუმარტავს. 

ნარმინ ისაიევას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქალი მათთან ერთად, ნივთებისა და ინვენტარის შესაძენადაც იმყოფებოდა, ამიტომ, ისაიევები გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა ახალგაზრდამ გათხოვება გააპროტესტა და სახლი ამის გამო დატოვა.

მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალი შესაძლოა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. თუმცა, ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ აქვთ.

ქალის სახლთან ახლოს  სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, სადაც, სავარაუდოდ, მისი გასვლა უნდა იყოს აღბეჭდილი. ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი