რიონის ხეობის მცველებმა საკუთარი მოთხოვნები კომპანია ენკას ოფისთან გააჟღერეს და ისევ გუმათში დაბრუნდნენ. პროტესტის ახალი კერა ახლა სწორედ გუმათია. პარალელურად, აქტივისტების ნაწილი ქუთაისის მიმართულებით, ავტომსვლელობას მართავს.
"ენკას" ერთ ერთ ბაზასთან მისვლის გადაწყვეტილება კი მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც გუმათში დღეს პოლიციასთან მორიგი დაპირისპირება მოხდა და სამართალდამცვლებმა ხეობის მცველებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
დრეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შსს-მ.