მესამე ტალღა დაიწყო - ეპიდემიოლოგები უკვე ღიად ამბობენ, რომ ყოველდღიურად ინფიცირებულების რიცხვი დრამატული ნაბიჯებით იზრდება და ჯანდაცვის სისტემაში ისევ სრული მობილიზება იქნება საჭირო.
მაგრამ რას უპირისპირებს სისტემა კორონავირუსს? - ქართული ჰოსპირალური შესაძლებლობების ფონზე, ვაქცინაცია ყოველთვის პანდემისთან ბრძოლოს მთავარ იარაღად განიხილებოდა, მაგრამ ვითარება დღეისთვის პრაქტიკულად ტრაგიკულია. "ასტრაზენეკას" უარყოფა და "ფაიზერის" მარაგის ამოწურვა ხელისუფლებას იძულებულს ხდის კიდევ უფრო არატრადიციული და დიდი ალბათობით, მოქალაქეებისთვის მიუღებელი ნაბიჯი გადადგას. "ქართული ოცნების" ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროცესში ჩინური, არაავტორიზებული ვაქცინის გამოსაყენებლად ემზადება.
არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა ხელისუფლებამ 2 მილიონ დოლარად შეიძინა. რა მოხდება იმ შეთხვევაში, თუ ვაქცინა მსოფლიო ავტორიზებას ვერ მოიპოვებს და მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა 2 მილიონ დოლარს დაკარგავს, ამ კითხვაზე ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხევაში ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კონსულტაციების საფუძველზე დაიწყებენ "სინოფარმის" გამოყენებას. თუმცა, როგორ მოიპოვებს არაავტორიზებული ვაქცინა მოსხლეობაში ნდობას და როგორ აპირებს სახელმწიფო ხალხის დარწმუნებას, "სინოფარმით" აიცრან, ამაზე ეპიდემიოლოგები არ საუბრობენ.