
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ კანეცელარიასთან, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლების კარავი პოლიციამ აშალა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, აქციის მონაწილე გურო გოგიშვილმა უთხრა, დემონსტრანტებმა პოლიციას აუხსნეს, რომ საჯარო დაწესებულებიდან 20 მეტრის დისტანციის დაცვით კარვის დადგმის უფლება კანონმდებლობით ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა კარავი მაინც დაშალეს და წაიღეს.

მისივე თქმით, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ცოტნე ჯაფარიძე კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა იმ დროს, როცა მას ერთ-ერთი ტელევიზიისგან გადაადგილების საშვი ღამის 2 საათამდე ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების საშვი არსებობს, ჩვენი "საამაყო" პოლიცია პირდაპირ მოდის და არღვევს კაონს და გეუბნება, თეთრზე, რომ არის შავი... ეს საშვი, რეალურად, სცნეს არალეგალურად. თვითონვე აღიარეს, თავისივე გაცემული საშვი არალეგალურად და გამომიწერეს 2 ათასლარიანი ჯარიმა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ჩავიბარე, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე "მთავარ არხთან" საუბრისას.
ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ და უკვე მესამე ღამეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას და კომენდანტის საათის მოხსნას მოითხოვენ.