იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. შეხვედრა გუშინ, 12 აპრილს ორ კანდიდატთან გაიმართა. პარალელურად კი პარლამენტმა ვენეციის კომისიას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რევიზიისთვის  გადაუგზავნა. საბჭო საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებსა და რეკომენდაციებს არ ელოდება და კანდიდატების შერჩევის პროცესს არ წყვეტს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ელოდება რეკომენდაციებს და შეფასებებს, აგრძელებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს, რადგან მიღებული კანონი გააგზავნა, არ აინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი. 

გასაუბრების რეჟიმი ხშირად არის ხოლმე პრობლემური, რადგან უამრავი შემთხვევა იყო, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობდა გავეჩერებინე, ხელი შეეშალა კითხვების დასმაში", თქვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. 

მისი განცხადებით, კრიტიკული პოზიციის გამო გუშინდელ გასაუბრებაზე ის კიდევ ერთხელ გახდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის თავდასხმის ობიექტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი