ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.