საქართველოში კორონავირუსით მედიკოსთა ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია

გამოქვეყნდა:

სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაავადების რიცხვი, ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი, უჩვეულოდ მაღალია. იტალიაშიც კი, სადაც კორონავირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, დაავადებული მედიკოსები საერთო რაოდენობის მხოლოდ 9%-ს შეადგენენ. 

სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ ქართველი ექიმების დაავადების მთავარი მიზეზი დაგვიანებული ტრენინგები და აღჭურვილობის არასწორი გამოყენებაა.

ჩვენთან როდესაც რამდენიმე ათეულ მძიმე პაციენტზეა საუბარი და სამასიოდე პაციენტზე, მთლიანად 75 სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება, არის ძალიან მაღალი. 

ეს არის გამოწვეული იმით, რასაც იანვრის ბოლოდან ვიძახით, ეს არის მუდმივი მომზადება-ტრენინგი და აღჭურვა პერსონალის. 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, 26 თებერვალს გამოვლინდა პირველი შემთხვევა და ექიმების წვრთნა და ტრენინგი დაიწყო თებერვლის ბოლოს, - ამბობს "ახალი საქართველოს" წევრი სერგო ჩიხლაძე. 

"ლელოს" წარმომადგენელი ვახტანგ სურგულაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ერთჯერადი სამედიცინო ინვენტარის მოხმარებაშია.

მისი თქმით, არ შეიძლება ერთი პირბადე და ხელთათმანი მედპერსონალმა მთელი დღე ატაროს. როგორც სურგულაძე განმარტავს, სხვა ქვეყნებში ექიმების ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი სწორედ იმის ნიშანია, რომ სწორად იყო გათვლილი რისკები და დაცული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი