უბედურ შემთხვევას პირდაპირ კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს ვერ დავუკავშირებთ - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 5-დღიანი კარანტინის წესებზე საკოორდინაციო საბჭოში მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, მექანიზმი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ის ენგურში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ შემთვევას პირდაპირ კარანტინთან ვერ დავაკავშირებთ.

"ეს შემთხვევა ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და საუბედუროდ მანამდეც არის მსგავსი შემთხვევები აღწერილი, ამდენად ჩვენ ამ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს.

აქედან გამომდინარე, კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ ეს იქნება მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებს ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდას",- თქვა გაბუნიამ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნა აქტუალური ენგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გახდა. ამ მოთხოვნით, გუშინ, 12 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების აქცია გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი