604 ინფიცირებული - კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა - ამ დროისთვის ვირუსი საქართველოში 604 პაციენტს დაუდასტურდა.  

24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 - ით გაიზარდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, 10 ინფიცირებულის წყარო დადგენილია, ისინი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან არიან. ერთის წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს.  რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, მდგომარეობა გაუარესებულია. 

"ჩვენთან ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებუბული კვლევის დინამიკით, მდგომარეობა გაუარესებულია, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 17 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში  4887 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი რჩება. გამოჯნამრთელებულთა სულ 240 ინფიცირებული გამოჯნამრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი