Covid-19-ის 48-კაციანი კლასტერი ლაგოდეხში - ვირუსი, სავარაუდოდ, მრევლში გავრცელდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი დაფიქსირდა ლაგოდეხში. ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლს უკავშირდება. ამის გამო, ლაგოდეხში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, გაფართოვებული ტესტირება იგეგმება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 აპრილდან დღემდე 65  შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული და რამდენიმე პედაგოგი. 9 ინფიცირებული ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსით დაავადების მატებასთან დაკავშირებით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მესამე და სოფ. მაწიმის  საჯარო სკოლები. თუმცა, წერტილოვან  შეზღუდვასა და ჩაკეტვაზე, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგებს  როკომენდაცია არ გაუციათ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი