რიონის მცველებმა ENKA-ს ბაზასთან გადაკეტილ გზაზე მოსახლეობისთვის დერეფანი მოაწყვეს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, რიონის ხეობის მცველები, კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან, გადაკეტილ გზაზე დერეფანს აკეთებენ. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, დერეფნით სარგებლობის საშუალება გუმათისკენ მიმავალ ადამიანებს ექნებათ. მისივე თქმით, ერთადერთი რასაც გააპროტესტებენ კომპანია ENKA-ს წარმომადგენლების გადაადგილებაა. გოლეთიანი ამბობს იმასაც, რომ ENKA-ს მანქანებს ხეობაში არ შეუშვებენ და თუ პოლიცია რიონის ხეობის მცველებს დაარბევს ან ძალის გამოყენებით დაშლის, "საზღვარს" 10 მეტრით გადაწევენ, პროტესტს კი არ შეწყვეტენ.

ცნობისთვის, დღეს რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში იყვნენ შეკრებილები, ისინი მშვიდობიან აქცია-მსვლელობას აპირებდნენ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ხეობის მცველები პოლიციისგან მოითხოვდნენ განმარტებას, თუ რის საფუძველზე არ ეძლეოდათ მათ ნამოხვაში წასვლის უფლება. როგორც ვარლამ გოლეთიანმა, სოფელ გუმათში თქვა, თუ სამართალდამცველები მათ ამ ლეგიტიმურ შეკითხვას არ უპასუხებდნენ. ENKA-ს ოფისთან ჩავიდოდნენ და გზას გადაკეტავდნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი