ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ნამახვანში, სადაც რიონის მცველებმა გზა გადაკეტეს და ENKA-ს მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
რიონის მცველებმა გზაზე დერეფანი მოაწყვეს, რომლით სარგებლობის საშუალებაც, მათი თქმით, მხოლოდ გუმათისკენ მიმავალ ადამიანებს ექნებათ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ერთადერთი რასაც გააპროტესტებენ კომპანია ENKA-ს წარმომადგენლების გადაადგილებაა. გოლეთიანი ამბობს იმასაც, რომ ENKA-ს მანქანებს ხეობაში არ შეუშვებენ და თუ პოლიცია რიონის ხეობის მცველებს დაარბევს ან ძალის გამოყენებით დაშლის, "საზღვარს" 10 მეტრით გადაწევენ, პროტესტს კი არ შეწყვეტენ.
ცნობისთვის, დღეს რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში იყვნენ შეკრებილები, ისინი მშვიდობიან აქცია-მსვლელობას აპირებდნენ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ხეობის მცველები პოლიციისგან მოითხოვდნენ განმარტებას, თუ რის საფუძველზე არ ეძლეოდათ მათ ნამოხვაში წასვლის უფლება. როგორც ვარლამ გოლეთიანმა, სოფელ გუმათში თქვა, თუ სამართალდამცველები მათ ამ ლეგიტიმურ შეკითხვას არ უპასუხებდნენ. ENKA-ს ოფისთან ჩავიდოდნენ და გზას გადაკეტავდნენ.
ამავე თემაზე: