დღეს საქართველოში COVID-19-ის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა. მეორე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 291 214
  • გამოჯანმრთელებულია - 278 683 
  • გარდაცვლილია - 3 901
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35 863, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 896, PCR ტესტით - 11 967
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,03%, ბოლო 14 დღის - 2,56%, ბოლო 7 დღის -  2,67%
  • კარანტინის რეჟიმში - 162
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 546
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 338

რეგიონული განაწილება: დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 111 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი