რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ სახელმწიფო რიონის ხეობის მოსახლეობას თავის ტერიტორიაზე არ უშვებს და ის კერძო კომპანიის ინტერესებს ემსახურება.
გოლეთიანის თქმით, დროა, ქართულმა საზოგადოებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
"რასაც ვამბობდით აქამდე, რომ ხეობა არის გადაცემული, არის სხვისი საკუთრება, უკვე ნათლად ხედავს საზოგადოება ამას. თუ ვინმე აქამდე ფიქრობდა, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებდით, ან უტრირებულად ვამბობდით რამეს, ფაქტი სახეზეა.
ჩვენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს არ გვეძლევა საშუალება, რომ პროტესტი გამოვხატოთ მშვიდობიანად ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ საცხოვრისებთან არ გვიშვებს პოლიცია, გადაკეტა და იცავს კერძო კომპანიის ინტერესს.
ყველაფერი სახეზეა, მე ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ უკვე უნდა თქვას თავისი სიტყვა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება",-თქვა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობა ორადაა გაყოფილი, პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან.
აქტივისტებს პოლიცია ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს. ამავე თემაზე: