ჩვენ ხმას ვერ ჩაახშობთ, ამ ხალხს ვერ გამორთავთ - "რიონის მცველი" ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ორად გაყოფილი რიონის ხეობა - პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან. 

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს, რადგან ხალხის პროტესტი გულწრფელია.

"ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს პროტესტი და დააიგნოროს, თუმცა ხალხმა უპასუხა, რომ ჩვენი ხმა არის შეუჩერებელი, ჩვენ ხმას ვერ ჩაახშობთ. ისინი აგრძელებენ სამარცხვინო პოლიტიკას, ჩვენ დისკრედიტაციას, დაშინებას, პროვოკაციების გზით ჩვენ მარგინალიზებას, რომელსაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ ეს პროტესტი არის გულწრფელი. აქ დგას მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არც მოსყიდულია, არც დაქირავებულია, ესენი არ გამოირთვებიან, ამ ხალხს ვერ გამორთავთ, ესენი არ არიან შეერთებული ხალხი, ესენი არ არიან მართული ხალხი, ეს ხმა ჩაუხშობელია", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, მირზა ნოზაძემ. 

მისი თქმით, რაც უფრო მეტ დარბევას, რეპრესიას და პროვოკაციას მიმართავს ხელისუფლება, მით მეტ ხმას მიიღებს. რიონის ხეობის მცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გონს მოეგონ.

"სამშობლოს გაყიდვა, ღალატი და ოკუპაცია" - ასე შეაფასა რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ დღეს გუმათში არსებული მდგომარეობა. 

აქტივისტები ისევ ითხოვენ, რომ პოლიციამ მათ ნამახვანისკენ გადაადგილების უფლება მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი