ოჯახური კლასტერი მირზაანში - ფიროსმანის მუზეუმი შესაძლოა დაიკეტოს

გამოქვეყნდა:

ფიროსმანის მუზეუმი შესაძლოა კორონავირუსის ოჯახური კლასტერის გამო დაიკეტოს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, კორონავირუსით,  ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაინფიცირდა. ერთ- ერთი ინფიცირებული ფიროსმანის  მუზეუმის თანამშრომელია.

მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განმარტებით, დაწესებულება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდება.

დისტანციური სწავლების რეჟიმზე უკვე გადავიდა მირზაანის საჯარო სკოლის ერთი კლასი, რადგან ინფიცირებული ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი სწორედ იქ სწავლობს.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის დირექტორის, ეთერ ზურიკაშვილის ინფორმაციით, მოსწავლესთან კონტაქტში მყოფ პედაგოგებს, ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი