ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.
როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.
იმუნიზაციის პროცესში უკვე ბოჭორიშვილის კლინიკაც ჩაერთო. კლინიკას შესაბამისი ნებართვა გუშინ გაიცა.
ქვეყნის მასშტაბით, „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად 14 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც პირობები 10-მა დააკმაყოფილა. რაც შეეხება „ასტრაზენეკა“-ს პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, ნებართვა გაიცა 12-ზე.