წლების წინ ვნახე როგორ სცემდა შეყვარებულს აუდიტორიაში - ზანგურის მორიგი მხილება

გამოქვეყნდა:

მსახიობ ბესო ზანგურის ძალადობაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა ამხილა კიდევ ერთი ქალი წერს. რეჟისორი, ელენე მაცხონაშვილი წერს, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში წლების წინ მისი თვალით ნახა როგორ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ.

ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, "ეროვნული სტატუსიც" უკან გაიკეთეთ!" - წერს ელენე მაცხონაშვილი. 

შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი