50 წლამდე ქალი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა დანაშაულის არ აღიარებს. საქმე ეხება მის შვილზე, 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობას, შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა და მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვმა იმშობიარა.
დედა ამბობს, რომ მისი შვილის ფეხმძიმობაზე არაფერი იცოდა. მისივე განცხადებით, გოგოზე წარსულში სხვა კაცმაც იძალადა, რაზეც პოლიციას აცნობა, თუმცა მათ გულგრილობა გამოიჩინეს და გამოძიება არ დაიწყეს.
"არც რეაგირება ჰქონდათ არც არაფერი, მოწმე არ გვყავსო და წავიდნენ, ეგ იყო და ეგ, ბავშვს სახელი არ გავუტეხოთო მოწმე არ გვყავსო. 13 წლის იყო რომ მოხდა, 14 წლისას ბავშვი, ის მერე დაიჭირეს, ეს მოხდა ივლისის თვეში.
არ ვიცოდი და რაზე მედავებიან ვერ ვიგებ, მომიყვანონ მოწმე, არ აქვთ დამტკიცებული ინფორმაცია, რომ ბავშვი ამბობს, რომ დედამ არ იცოდა, ბავშვი რომ გაჩნდა მამა ვინ იყო ისიც არ ვიცოდი სანამ დნმ-ის ანალიზი არ მოვიდა, რას მედავებიან?! რა უნდათ არ ვიცი, კიბატონო იდაონ. მსუქანი ბავშვი იყო, მუცელი არ ეტყობოდა", - ამბობს დედა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დედა-შვილი შიდა ქართლიდან თბილისში საცხოვრებლად ერთად გადავიდა.
13 წლის მოზარდმა თბილსის ერთ-ერთ სამშობიაროში გასულ წელს იმშობიარა, ის შვილთან ერთად სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში გადაიყვანეს. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 50-წლამდე კაცი დაკავებულია.
ამავე თემაზე: