დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 908 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 706  ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 111 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი