stopcov-ის მონაცემებით ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID 19-ის საქინააღმდეგო ვაქცინით 1 424 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში 24 917 პირია აცრილი.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 111 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.