
"მთავარი არხის" ჟურნალისტებს, გირგი გაბუნიასა და გიორგი გვიშიანს დღეს, 15 აპრილს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხავენ. უწყებამ გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს შემდეგ გამოძიება დაიწყო.
უწყება უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევევბის ფაქტებს იძიებს.
"მთავარ არხთან" მიცეუმ ინტერვიუში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი იმ უკანონო დავალებებზე საუბრობდა, რომელსაც ის მაღალჩინოსნებსიგან იღებდა, მათ შორის იყო 20 ივნისის საქმე, რა დროსაც გულაშვილს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების განადგურება დაავალეს.
ამ ინტერვიუს მტკიცებულებად დართვას ითხოვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელია ადვოკატები ბოლო სასამართლო პროცესზე, თუმცა მოსამართლე ჩახნაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ნიკა მელიას ბრალდება აქვს წარდგენილი 20 ივნისს ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა გვაქვს აღიარებითი ჩვენება სპეცსამსახურის თანამშრომლის, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიტიკოსებს და პირველ რიგში ნიკა მელიას არ შეძლებოდა მომიტინგეთა დამშვიდება, ეს ერთი და მეორე არ არსებულიყო ვიდეო-ჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა, როგორ ხორციელდებოდა მოვლენები პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე.
ეს უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკა მელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურას ვერავინ ვერ დაასწრებდა ამ ვიდეო ჩანაწერების სასამართლოში მტკიცებულების სახის მიტანას. ჩვენ შემთხვევაში მტკიცებულებად კი არ მიიტანეს, ამ ადამიანის მოწმის სახით დაკითხვა რომ მოვითხოვეთ სასამართლომ ამაზეც კი უარი გვითხრა",- თქვა მელიას ადვოკატმა.
გამოკითხვა პროკურატურაში 4 საათზე დაიწყება.