"საქართველოს მთავრობას, კარანტინის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია, დაფრენამდე 20 წუთით ადრე გვითხრეს, რომ კარანტინში უნდა წავსულიყავით, თითოეული ჩვენგანი ვაქცინის 2 დოზითაა აცრილი. 200-მდე სტუდენტი ვართ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან... სასწავლებელს ვუკავშირდებით და გვეუბენებიან, რომ ეს მათ ვალდებულებაში არ შედის და მათი პრობლემა არაა. კარანტინის შემთხვევაში სასწავლო პროცესს ვერ დავესწრებით, უნივერსიტეტი კი გაცდენას საპატიოდ არ ჩაგვითვლის".
ამბობს, ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტი, მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, ინდოეთიდან ჩამოსულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი სავალდებუო კარანტინის გავლა მოუწევს.