
დღეს, 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე, მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები განიხილეს. პროკურატურა აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმმრობის დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ალტერნატივის სახით 4 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაიზიარა.
ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისფლების აღკვეთას გულისხმობს.