კარანტინში მყოფი მოქალაქეები უხარისხო საკვებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

კარანტინში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კვების პრობლემაზე საუბრობენ. ბათუმში, სასტუმრო "Intourist Palace"-ში მყოფი ადამიანები "მთავართან" ყვებიან, რომ მათთან ისერთი უხარისხო საკვები მიაქვთ, რომლის ჭამაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

დღეს მერვე დღეა, რაც კარანტინში ვართ და ძალიან ცუდი კვება გვაქვს. გვაქვს გახეხილი სტაფილო საუზმეზე, ყველაზე პატარა კვერცხი მოხარშული, სალათები ძალიან მწარე და ეს სალათები სალათების გარდა ყველაფერია. საჭმელად ძალიან ცუდი და უვარგისი საკვები მოაქვთ, - აცხადებს კარანტინში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

პრობლემაზე საუბარი არ სურს სასტუმროს ხელმძღვანელობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი