დავით კოდუას საქმის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

დავით კოდუას საქმის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ - უფლებადამცველი მუხრან ღრუწკაია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოდუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა უსაფუძვლოა. 

მისი თქმით, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, რის გამოც კოდუამ საპატიმრო დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 

სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადვოკატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი