
გიორგი მუმლაძის სასამართლო ხვალ გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.
შსს-მ მუმლაძის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაიწყო. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, გუშინ, 14 აპრილს დააკავეს.
მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.