ფირუზ წულუკიძეს, რეზო წულუკიძეს და ძმებ ჭელიძეებს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. დაკავებების სერია წუხელ ბათუმის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობდა.
6 ახალგაზრდა შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე ჩავიდნენ და რიონის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ირკვევა რომ აჭარიდან საპროტესტო აქციაზე ჩასულ ახალგაზრდებს სამი უცხო ადამიანი დახვდა, რომლებმაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
13 აპრილს, ნამახვანში გამართულ საპროტესტო აქციაზე ბათუმიდან ჩასულ ფირუზ წულუკიძესა და მასთან ერთად მყოფ 5 ადამიანს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნების მხარდამჭერი ავთანდილ ახვლედიანი, ორ თანმხლებ პირთან ერთად დაუპირისპირდა. ერთ - ერთია დავით ჭოხონელიძე.
დაკავებული მოჭიდავეების ოჯახის წევრები ქართული ოცნების მორიგ პროვოკაციაზე საუბრობენ და ამბობენ რომ, ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ დევნა, ციხეში გაშვებით გადაწყვიტა.
ეს პირველი შემთხვევა არა რის როდესაც, ხელისუფლება ძმები წულუკიძეების წინააღმდეგ დევნას იწყებს.
დაკავებულების აღკვეთის შეფარდებაზე ქუთაისის სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სასამართლოს პარალელურად კი ბათუმში, დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე