"მუმლიკას მხარდასაჭერად" - აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი მუმლაძის მხარდასაჭერად ხვალ, 16 აპრილს აქცია გაიმართება.

სწორედ ხვალ უნდა გადაწყდეს დატოვებს თუ არა სასამართლო მუმლაძეს პატიმრობაში. აქცია 12 საათზეა დაანონსებული:

"გიორგი მუმლაძის და მისი ოჯახის მიმართ რეპრესია არ არის პირველი შემთხვევა. ხვალ ყველა,საქალაქო სასამართლოსთან ვიკრიბებით,რათა ვანახოთ რომ ის არ არის მარტო უსამართლო სისტემის წინააღმდეგ " ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს.

მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი