თებერვალ-მარტში ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, მხილებულია 79 პირი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში სხვადასხვა რეგიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოავლინეს, დანაშაულის ჩადენაში კი მხილებულია 79 პირია მხილებული.

უწყების განცხადებით, მათგან 44 დაკავებულია. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება", - წერია უწყების განცხადებაში.

ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი