ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 118 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.