ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, პერიმეტრი ყვითელი ლენტებითაა გადაკეტილი. არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ინფორმაცია, რა ხდება ადგილზე,. გავრცელებული ცნობებით კი "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე მორიგი თავდასხმა მოხდა. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი.
უკვე დაახლოებით ნახევარი საათია ადგილზე ეს ვითარებაა. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.