ჯანდაცვის სამინისტროსა და იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ის აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
"დღევადელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ "ასტრაზენეკას" არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წელს ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისიდან", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, "სინოფარმითან" დაკავშირებით რეკომენდაციები არ მოიცავს ასაკთან მიმართებაში რაიმე შეზღუდვას. გაბუნიას თქმით, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს ამ ვაქცინას უპირატესობა.