გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მუმლაძე თანხის გადახდამდე საპატიმროში რჩება. გირაოს თანხას სამოქალაქო აქტივისტები შეაგროვებენ. ჩარიცხვები უკვე დაიწყო.
პროკურატურა 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე თავდებით გათავისუფლებას.
შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს. მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.